დაკავებულ აქტივისტ ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი ლაშა ტყმელაძე ავრცელებს.
“ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები!
მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
ალბი მხნედაა!
მე და გიორგი ტაბატაძე შევხვდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ალბიმ მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
გავრცელებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალბი კორძაია უკანონოდ დააკავეს.
ალბიმ გვითხრა, რომ ძალადობის ფაქტს იღებდა მისთვის უცნობი მოქალაქე.
გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი — ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ალბის საქმეში აღნიშნული კადრები და იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი ვინც იღებდა,” – წერს ლაშა ტყეშელაძე.
ალბი კორძაია, სალომე კენჭიაშვილთან ერთად, გუშინ 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკანონოდ დააკავეს. ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია მათ აკავებს, რის მერეც ვიდეო წყდება.