“ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში “- ამის შესახებ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენელმა ზურა ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ბევრი ადამიანი მწერდა ჯერ კიდევ შარშან, რომ ფიზიკურად ვერ მოდიოდნენ ჩემ აქციებზე, რადგან ტრანსპორტი არ არსებობდა. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ გლდანიდან და ვარკეთილიდან გამოვიდნენ ტაქსით კანცელარიასთან და მერე ისევ უკან ტაქსით წავიდნენ, ფიზიკურად არ არის ამის ფული. მე შევთავაზე მათ, რომ არ არის აუცილებელი ყველას მოსვლა ერთ ლოკაციაზე, ვისაც არ შეუძლია კანცელარიასთან, გამოვიდეს თავის ერთგვარ გამზირებზე. ვაკეში ცხოვრობ – გადი ჭავჭავაძე, საბურთალოზე ცხოვრობ – გადი ვაჟაზე… ეს ბრძოლა არის ასე მოსაგები, ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.