ენმ–ს თავმჯდომარე მისი პატიმრობის გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს, რომ გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო.
მისი თქმით, დღეს სამართლდება ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეზე დგას.
“დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე გამოტანილი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან 2, ან 3, ან 10 ცალკეულ ადამიანს. ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედა უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება”,– ამბობს მელია მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.