მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტი თბილისის ინფექციურში არ ჰყავთ.
“კრიტიკული არც ერთი არ არის და დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენთან 5 ახალი შემთხვევიდან არც ერთი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა და ახლა 34 პაციენტი გვყავს, გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.