“ამ ეტაპზე, ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის, თითოეული ხმა უნდა იყოს დაცული – ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და მოვაპარინებთ „ქართულ ოცნებას“, ეს გამორიცხულია”- ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა განაცხადა. მისი თქმით, თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება
„ ამ ეტაპზე, ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული, ის ოქმები და დარღვევები შედგეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომ რეალურად გვქონდეს სურათი. საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით ყველა ამ დარღვევას, ყველაფერი გროვდება. ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და მოვაპარინებთ „ქართულ ოცნებას“, ეს გამორიცხულია! სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ყველა მხარდამჭერს, დამკვირვებელს მოვუწოდებთ, რომ ბოლომდე, არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში იტყვიან თავის სიტყვას, თუ რა ხდება. „ფეიკ“ პრესკონფერენციები, რომელიც მოვისმინეთ იმისთვის არის, რომ თითქოს არჩევნები მორჩა. არჩევნები მიმდინარეობს და დამთავრდება სამართლიანად. ამ სამართლიანობის გარანტორები ვიქნებით ჩვენ“, – აღნიშნავს ხაზარაძე.