თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის.
რატიანმა თქვა, რომ კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.
„როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს“,- განაცხადა რატიანმა.
გარდა ამისა, რატიანმა აღნიშნა, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ-19-თან ერთად შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა. ის ამ დროისთვის აპარატიდან არის მოხსნილი, რაც სწორედ კორონავირუსის მკვლელი ფუნქციის ლიკვიდაციის მაგალითია.
მისივე თქმით, 5 პაციენტს განმეროებითი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა და ისინი დღეს კლინიკას დატოვებენ.