ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში – ამბობს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით.
“გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული”, – ამბობს კობახიძე.