ამ კვირაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

“აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს”- აცხადებენ უწყებაში.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.