“ამ ომის წინააღმდეგი ვარ, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ძარცვის გადასაფარად გაჩაღდა”- ამის შესახებ, რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
”ამ ომის წინააღმდეგი ვარ. ვთვლი, რომ ეს ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიდის, რუსეთის მოქალაქეების ძარცვის გადასაფარად გაჩაღდა. ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად. ეს ომი მოგვიტანს უზარმაზარ მსხვერპლს ყველა მხრიდან. დანგრეულ მომავალს და რუსეთის მოქალაქეების გაღარიბებას. მათი ძარცვის გაგრძელებას იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელსაც ახლა ძალაუფლება აქვს მიტაცებული.”- განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.