ამ ორ დღეში დავინახავთ შეთანხმების გზით მივდივართ, თუ დაპირისპირების გზით – ვაშაძე

”ამ ორ დღეში დავინახავთ შეთანხმების გზით მივდივართ, თუ დაპირისპირების გზით“,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ზოგადად ვფიქრობ, შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ძალას. ყველა სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ამ ორ დღეში დავინახავთ ჩვენ, მივდივართ შეთანხმების გზით , თუ დაპირისპირების გზით. ბევრი რამ დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ და არა ოპოზიციაზე“,-აცხადებს ვაშაძე.