ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უმრავლესობის პოზიცია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იქნება.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ვადა ოთხშაბათამდე აქვს.
„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ამით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები დაზიანდება, ამაზე პასუხისმგებელი ნიკა მელია იქნება.