ამ სუბსიდირებას თუ გაყვნენ, გადავარდებიან ხრამში – თემურ ჭყონია მთავრობაზე

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიერ ფქვილის სუბსიდირებას ეხმიანება და ამბობს, რომ თუ სუბისიდირებას გაყვებიან, ხრამში გადავარდებიან.

“პური აქციეს გადარჩენის სიმბოლოდ, თუ პური აქვს ადამიანს, ესე იგი, არ შია. წარმოგიდგენიათ, როგორი დონის ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ პური არის ჩვენი არსებობის წყარო? და სუბსიდირება. ამ სუბსიდირებას თუ გაყვნენ, ან დროზე უნდა შეაჩერონ, ან ბოლომდე უნდა გაყვნენ. თუ ბოლომდე გაყვებიან, გადავარდებიან ხრამში.

ამასწინაც სუბსიდირება გაუწიეს ნაყარ ვაშლს. ნაყარი რა არის ხომ იცით? რომ არ დამწიფდა და გადმოვარდა, ან არ მოუარა გლეხმა… ვასუბსიდირებთ ნაყარ ვაშლს, რა არის ეს? არ შეუძლია ჩვენს ქვეყანას ამის გაკეთება გრძელვადიანად”,– ამბობს ჭყოფნია bm.ge–სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ფქვილის ფასის 4-თვიანი (დეკემბერი-მარტი) სუბსიდირებისთვის მთავრობამ 10 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატები აცხადებენ, რომ 1 ტომარა ფქვილზე 10 ლარის სუბსიდია საკმარისი აღარ არის და მთავრობას მოქმედი სუბსიდირების მექანიზმის გადახედვა მოუწევს.