ამ ღლაპის ირონია და მისი სერიოზულად შეფასება არ ღირს – უგულავა კობახიძის განცხადებაზე

“ამ ღლაპის ირონია და მისი სერიოზულად შეფასება არ ღირს”- ვროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის ხუმრობას პასუხობს “პარლამენტში ოპოზიციის დანაკლისზე” და მას “ღლაპის ირონიას” უწოდებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში  განაცხადა.

“მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა… ასე რომ იმსახურებთ იმას რაც ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ.  ამ ღლაპის ირონია და სერიოზულად შეფასება არ ღირს. მოდი, მეხსიერება სილტტვ-ს მსგავსად ნუ გვექნება, 2 კვირის იქით რომ არ გავხსოვს. 2 კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი ზუსტად იგივენაირად, ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზეო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ გაფუმფლოვდა, სანაძლეოც დავუდე და წააგო”, – თქვა გიგი უგულავამ.

24 დეკემბერს მთავრობის დამტკიცების სხდომაზე კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლები ცინიკურად კიდევ ერთხელ მოიხსენია. მან ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაახასიათა და “ნახევრად სერიოზულობით” თქვა, რომ ისინი პარლამენტში ძალიან დააკლდათ.