ოცნების ზონდერები იკრიბებიან EU-ს ოფისთან, არ დაუშვათ ცემა-ტყეპა! – უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ამ წუთებში “ქართული ოცნების” “ზონდერები” ევროკავშირის ოფისთან იკრიბებიან, რათა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

“თუ ხელისუფლება ცემა-ტყეპას დაუშვებს პირდაპირ ევროკავშირის ოფისთან, ეს კატასტროფა იქნება. ეს არის ამ შლეგი პატარა კაცის, კობახიძის, ქართული ოცნების არსი. მარტო, ერთი-ერთზე არიან ჩასვრილები, მაგრამ ტურების ხროვასავით ერთად რომ შეიკრიბებიან, დიდი გული აქვთ. ჩვენ ეს ვნახეთ ბევრჯერ”,- ამბობს უგულავა.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები გაუშვან, რათა პროვოკაცია არ მოხდეს.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობს ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.