ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია – გახარია რომან გოცირიძეზე

“ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია”-ასე შეაფასა პრემიერმა რომან გოცირიძის  კითხვები პარლამენტში.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გახარიას ჰკითხა, რატომ გაიზარდა მოსახლეობის სიღარიბე, რომლის გამოც გიორგი კვირიკაშვილი მოხსნეს.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამას ამბობენ, თუმცა სინამდვილეში ყოფილი პრემიერი სხვა რამის გამო მოხსნა [ივანიშვილმა].

“მე მგონი თქვენც მოგხსნით ძალიან მალე”,- თქვა გოცირიძემ.

“ჩვენი სამწუხარო რეალობა ისაა, რომ სიღარიბე, რომელიც მართლა არის, როგორ აღარ იყოს, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ”,- უპასუხა გახარიამ.