ლვოვში ჰოლივუდის მსახიობი, ბენ სტილერი შენიშნეს. ცნობილი ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როცა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სეირნობდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. რამდენიმე წამიანი ვიდეო ტიკტოკზე გავრცელდა.
მანამდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბენ სტილერი, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი საზღვარზე ჩავიდა უკრაინელ ლტოლვილებთან შესახვედრად.