ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პატრიარქს აღდგომას ულოცავს. მისი წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
“ჩემთვის პატივია მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს კოვიდ19–თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.
აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“– ნათქვამია წერილში.