დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა.
აცრის შემდეგ მან განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის 60% აიცრება, გარე სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
NCDC-ის ცნობით, დღეს სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
შეგახსენებთ, რომ ჩინურ სინოფარმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვტორიზაცია ჯერ არ მიუღია.