ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ერთ–ერთი მთავარი ბურჯია” და ეპიდსიტუაციას მართავს.
„ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, საქართველოში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. ამის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ფორმით საყვედური შეიძლება არგუმენტირებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ან უნდა მოხდეს თუ არა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეიძლება მიზეზი და საფუძველი იყოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენებას აპირებენ. მისი თქმით, მასსზე და ეკატერინე ტიკარაძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა.
ამირან გამყრელიძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.