დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის ადასტურებს NCDC.
უწყების ინფორმაციით, გამყრელიძეს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად, დღეს დილით დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ვირუსი უსიმპტომოა, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.