“ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება, არ იცის. ასე დაბმული… დღევანდელი პარლამენტი ხომ პარლამენტს არ ჰგავს. ყველა მოწვევის პარლამენტს ვიცნობ, შიგნიდანც მინახია, გარედანაც, ამისთანა ფუნქციადაკარგული, კოჭლის იხვი, რაც გინდა ის დაარქვი, არცერთი არ ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხს არ ესმის, ძალით დატოვებული ოპოზიცია რაში სჭირდებათ. ეს ხომ უკვე ნიშნავს, რომ გატეხილია იქ. პარლამენტში ფეხს რომ შეყოფს დეპუტატი, პარლამენტი არის ერთი მთლიანი, რაც მერე იყოფა უმრავლესობად, უმცირესობად და იშლება ფრაქცებში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ერთი მთლიანი ორგანიზმია. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამ კობახიძის პარლამენტში ამის განცდა არის ნულის ტოლი. ამიტომ ამ პარლამენტიდან არაფერს დიდს არ მოველი”

თქვა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში.