პარტია “გირჩი” ორშაბათს დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რის მიხედვითაც, ამნისტია უნდა შეეხოს როგორც 20 ივნისის მოვლენებს, ისე 7 ნოემბერს და 26 მაისს.
პარტია ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერას სთხოვს.
“ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და შევიტანთ ორშაბათს. გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპოექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს მოვამზადებთ ამ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში”,– ამბობს ხვიჩია.
მისივე შეფასებით, შერიგებისთვის აუცილებელია, მოწესრიგდეს ის თარიღებიც, რომელიც ასევე “აწუხებთ და მოსვენებას არ აძლევთ”.
ხვიჩია აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიზანი და მოტივი არის შარლ მიშელის დოკუმენტის უფრო ღრმად და უკეთესად აღსრულება.