„ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები. მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, ვიდრე ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონოა? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია? “ქართული ოცნების” წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, სანამ ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ,”
ამის შესახებ ” მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.