“გულწრფელად გეტყვით, მაინცდამაინც არ მესმის, რატომ იწვევს ასეთ აჟიოტაჟს სააკაშვილის ეს განცხადება. იმიტომ რომ 2016 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების წინ ამას ამბობს, რომ ის აპირებს ჩამოსვლას. ახალი ჩემთვის და მე მგონი, არავისთვის არაფერი არ არის. ვნახოთ, რა მოხდება ამ ჯერზე. ყოველ წინა ჯერზე მსგავსი დაპირება არ დასრულებულა მისი ჩამოსვლით.

მოდით, ჩვენ შევხედოთ რეალობას. თუ ვინმესთვის არ იყო ცხადი, რომ ქართული ოცნება არის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი ხელისუფლებიდან, მე მგონი, დღეს ეს ბევრად მეტ ადამიანს აქვს გაცნობიერებული. მეორე, ამომრჩევლის უდიდეს უმრავლესობას, ჩემი აზრით, უკვე არც ქართული ოცნება უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისცემს ხმას. ამ ადამიანებს დღეს აქვთ ალტერნატიული შეთავაზებები, მათ შორის, მაგალითად, ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ პარლამენტში – ლელო საქართველოსთვის.

ამიტომ, არსებობს პროდასავლური ალტერნატიული არჩევანი. თუ ვინმეს არ სურს ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს, ალტერნატივა არსებობს, მობრძანდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ანტერნატიულ, პროდასავლურ ძალებს”

განაცხადა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ფორმულას ეთერში.