“ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

“ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ამის შე­სა­ხებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დო­ნალდ ტრამ­პთან საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

“დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, –  განაცხადა  ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.