საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის, აკვატორიის გაღრმავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება უკვე მუშაობას.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება, რასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის.