“საბოლოოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის, და სწორი შედეგის მიღებისთვის დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის ერთი კომპანია შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენილ ეტაპი, ვერ გადავიდნენ”
აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.