ანალიზები დამაკმაყოფილებელია, დაიწყო სპეციალიზირებული კვება – ექიმი ელენე ხოშტარიაზე

“ანალიზები დამაკმაყოფილებელია, დაიწყო სპეციალიზირებული კვება”- აცხადებს, ექიმი “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ.

“ჯერჯერობით დაიწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაიწყო სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა”, – განმარტა ექიმმა.

ელენე ხოშტარიამ, 17 დღიანი შიმშილობა გუშინ, 19 ნოემბერს შეწყვიტა.