სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად,ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მის პირველ ცოლზე წერს:

“სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“–წერს სააკაშვილი.

სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვივამედში ორი დღის წინ შევიდა.

“ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ.“– დაწერა ყოფილმა პირველმა ლედიმ ფეისბუქზე.