ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა, სადაც მომღერალმა იმშობიარა – “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაა“, რომელმაც ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გაავრცელა:
“წუხელ ჩვენთან პატარა ლილეანა მაისურაძე დაიბადა. ანიტა და ლილე თავს შესანიშნავად გრძნობენ!“– წერს კლინიკა.
ანიტა რაჭველიშვილის მეუღლე ოთარ მაისურაძეა, რომელთან ერთად მომღერალი 5 წელია ცხოვრობს.