”რაღაც ანომალიური ქმედებებია ზოგადად. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა არის საგანგებო მიზანი, ეს ერთი, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის არ დავიწყება – ეს მეორე მიზანია და გარკვეულ წილად, აქვს ამას ნიშანი იმისა, რომ პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა, რადგან პარლამენტის წევრის შიმშილობა, რა საკვირველია, მართლაც საყურადღებოა და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუ კი აი, ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ჰყავთ დაქირავებული სააკაშვილის თემის გასაცხელებლად”.