ანტარქტიდაში უზარმაზარი შელფური ყინული ჩამოიშალა

 

1200 კვ. კმ.–ს ზომის შელფური ყინული კონგერას მასა აღმოსავლეთ ანტარქტიდაში რამდენიმე დღის მანძილზე ჩამოიშალა, როცა აქ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ გარდიანი წერს და თანამგზავრ Copernicus Sentinel-1–იდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მეცნიერებმა კონტინენტისთვის უჩვეულოდ მაღალი ტეპერატურა – 11.8 გრადუსი ცელსიუსით დააფიქსირეს. ეს ამ სეზონისთვის ჩვეულ ნორმალურ ტემპერატურაზე 40 გრადუსით მაღალია.

შელფური ყინულები ყინულის ფარის გაგრძელებაა, რომლებიც ოკეანეზე დაცურავენ და შიდა ყინულების შეკავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ გარეშე შიდა ყინული სწრაფად ხვდება ოკეანეში, რაც ზღვის დონის ამაღლებას იწვევს.

“შელფური ყინული კონგერა სხვებთან შედარებით მცირეა. მაგრამ ეს არის შელფური ყინულის ყველაზე დიდი ჩამოშლა 2000 წლის შემდეგ. შეიძლება ამ მოვლენას სერიოზული შედეგები არ მოჰყვეს, თუმცა ეს არის იმის ნიშანი, რა შეიძლება მოუვიდეთ ყინულებს.“– ამბობს ნასას წარმომადგენელი კეტრინ უოლკერი.

მეცნიერების თქმით, ჯერ კიდევ წელს აინვარში კონგერას შელფური ყინულის ფართობი 1200 კვადრატული კილომეტრი იყო, უკვე მარტის დასაწყისისთვის კი მისი ფართობი განახევრდა. ახლა კი ის რამდენიმე დღეში მთლიანად ჩამოიშალა.

“ეს მოულოდნელი მოვლენა იყო. ყინულის დაკარგვის ასეთი სწრაფი ტემპები აღმოსავლეთ ანტარქტიდაში არასოდეს შეგვინიშნავს. ეს ექსტრემალური დათბობის გამო მოხდა“– ამბობს  მინესოტას უნივერსიტეტის გლაციოლოგი, პიტერ ნეფი.

კრიპსის პოლარული ცენტრის თანამშრომლის, ჰელენ ფრიკერის თქით, მარტში აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულის უზარმაზანი მასები არა მხოლოდ  კონგერას ჩამოშორდა, არამედ სხვა შელფურ ყინულებსაც.

“აღმოსავლეთ ანტარქტიდის დიდი ნაწილის შეკავება შელფური ყინულებით ხდება, ამიტომაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს“– ამბობს ფრიკერი.

მეცნიერები ამბობენ, რომ რაც უფრო მოიმატებს გლობალური ტემპერატურა, მით უფრო გახშირდება შელფური ყინულების დაშლა. და თუ ეს შეიძლება უფრო დიდი ზომის ყინულის ობიექტებიც იყოს, ვიდრე კონგერაა. შესაბამისად, ისინი ანტარქტიდის დიდი ყინულის მასივების შეჩერებას ვეღარ შეძლებენ, რაც მსოფლიოში ზღვის დონის მატებას გამოიწვევს. ამჟამად ყველაზე  დიდ შეშფოთებას იწვევსი ყინული ტუეიტსა, რომლის ფართობი 120 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამ ყინულს განკითხვის დღის ყინულს უწოდებენ, რადგან თუ ის ანტაქტიდას მოწყდა, გლობალურად ზღვის დონე ნახევარი მეტრით აიწევს, რაც შედეგად მსოფლიოს დიდი მეგაპოლისების დატბორვას გამოიწვევს.