ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ანტარქტიდაში შელფურ მყინვარს მოწყდა А-76, მსოფლიოში ამ დროისათვის ყველაზე დიდი აისბერგი. აისბერგის ფართობი 4 200 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. А-76, შელფურ მყინვარ “რონეს”, უედელის ზღვაში მოშორდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ მანამდე აისბერგი А-23А-ს ნაწილი იყო, რომელიც ახლა ასევე უედელის ზღვაში დაცურავს.
ამ დრომდე ყველაზე დიდ აისბერგად აღიარებული იყო B-15, რომელიც შელფურ მყინვარ “როსას” ანტარქიდაში 21 წლის წინ მოწყდა. მისი ფართობი აღემატებოდა 10800 კვადრატულ კილომეტრს.