„ანტივაქსერები რამდენჯერმე მე პირადად დამიპირისპირდნენ, ჩემი სურათები იმ დღეს გამოუტანიათ რუსთაველზე, ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ამ ჩემს სურათებზე, ფაშისტს მეძახიან. ასევე, რამდენიმე შეხვედრაზე სოფლებში შემოვიდნენ, ეცადნენ რომ ჩაეშალათ, მაგრამ ვერ ჩაშალეს სხდომები. ერთ-ერთ არხზე იყო სერიოზული გამოსვლა, სადაც რა არ მეძახეს. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ დავყვები […]

არამგონია, ანტივაქსერულ კამპანიას პოლიტიკოსები ახალისებდნენ. დღეს საკომუნიკაცია კამპანია კიდევ მეტად არის გაშლილი. ყოველ შაბათ-კვირას რაიონებში დავდივართ, ადამიანებს ვარწმუნებთ. კიდევ მეტია საჭირო.

ჩვენ აცრილი გვყავს დაახლოებით, მოზრდილი მოსახლეობის 34,5% სრულად. ადამიანების კიდევ, დაახლოებით, 3-6%-ია რეზერვი, რომ თავისი სურვილით მოვიდნენ, დანარჩენები კიდევ მეტად უნდა დავარწმუნოთ ან შევქმნათ გარკვეული დისკომფორტი. ეს ქართული ველოსიპედი არ არის. ეს „მწვანე პასპორტი“ სხვა ხომ არაფერია, გარდა გარკვეული დისკომფორტის შექმნისა ადამიანისთვის, რომ ის ვერ შევიდეს დაწესებულებებში ამ “მწვანე პასპორტის“ გარეშე”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.