ანტირუსული საპროტესტო აქციების ლიდერი მელია დააკავეს – ამ სათაურით ქვეყნდება, სტატია, რუსულ პრესაში.
“შსს-ს სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დააკავეს ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია, რომელიც ეჭვმიტანილია მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ან მონაწილეობაში 2019 წლის ზაფხულში. მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.
მელიას მომხრეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ დაპატიმრებისთვის, წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და “რეჟიმის მონები” უწოდეს მათ” – წერს, რუსული გამოცემა.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო.