ანჯელინა ჯოლი ამბობს, რომ ბრედ პიტი მასზე ფიზიკურად ძალადობდა

ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, რომელსაც ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან კვლავ სასამართლო დავა აქვს ბავშვებზე მეურვეობასთან დაკავშირებით, ბრედ პიტი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ  Page Six წერს.

ჯობის თქმით, პიტმა მასზე ხელი თვითმფრინავში აღმართა. ნიცადან აშშ–ში ფრენისას პიტმა ალკოჰოლური სასმელი დალია, შემდეგ კი ცოლ–ქმარს შორის ერთ–ერთი ბავშვის გამო კამათი დაიწყო.

პიტმა ანჯელინა თვითმფრინავის ტუალეტში გაიყვანა, თავში ხელი ჩაავლო და ანჯღრევდა. ანჯელინა ამბობს, რომ გამხეცებულმა პიტმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი კედელს და იძახდა, რომ ანჯელინა მათ ოჯახს ანგრევს.

ამ ინციდენტს ბავშვიც შეესწრო, რომელსაც ძალიან შეეშინდა დედის გამო. მან მამას კითხა, დედა ხომ კარგად იყო, რაზეც პიტმა უპასუხა: “არა, არ არის კარგად. ის ამ ოჯახს ანგრევს, ის გიჟია“.

თუმცა, ბავშვს განსხვავებული აზრი ქონდა. ის თვლიდა, რომ ოჯახს სწორედ ბრედ პიტი ანგრევდა.  ამ აზრის გამოთქმის შემდეგ პიტი ბავშვსაც მივარდა, თუმცა ამჯერად ჯოლიმ გააკავა.

ანჯელინა ჯოლი ასევე ყვება კიდევ ერთი სიუტაციის შესახებ, როცა ყოფილმა ქმარმა ლუდი გადაასხა, როცა ქალი დაძინებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ პიტს და ჯოლის 6 შვილი ყავთ. თუმცა, მსახიობები მხოლოდ 5 მათგანის მეურვეობაზე დაობენ, რადგან უფროსი, მედოქსი უკვე 21 წლისაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, სად იცხოვრებს.

მსახიობები ერთმანეთს ათი წლის მანძილზე ხვდებოდნენ, 2014 წელს კი დაქორწინდენ. 2016 წელს ანჯელინამ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელმაც ჯოლის ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. მას შემდეგ წყვილს არაერთი სასამართლო პროცესი აქვს, როგორც ქონებრივი დავის გამო, ასევე შვილების მეურვეობაზე.