სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება, რათა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
„დიახ, უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ – მინისტრის მოვალეობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ფაშინიანის გადაწყვეტილებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.