“არ აგარევინებთ” – ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი.
აქცია 2007 წლის 7 ნოემბერს უკავშირდება. უცნობის მტკიცებით, “სისხლიანი რეჟიმის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ იგივე ადამიანები, იგივე მეთოდებით ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე”.
“ცხადია, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს, მოსახლეობამ არჩევნებში უკვე გასცა პასუხი მათ ბოროტ მიზნებს, 7 ნოემბერს კი შევიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო მშვიდობიანი მოშიმშილეების დარბევა (პარლამენტის წინ), გავიხსენებთ ამ ტრაგიკულ მოვლენას და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში 7 ნოემბერი აღარასოდეს უნდა განმეორდეს!“ – თქვა გია გაჩეჩილაძემ.