“როცა რაღაცას ითხოვ და ამის მიღების გზას არ სახავ, შესაბამისად ამას აკეთებ იმისთვის, რომ ადამიანების ემოციაზე იმოქმედო და არა შედეგს მიაღწიო. ეს მოთხოვნაც ასეთია, ჩემი აზრით, მას ამ წუთას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. გასაგები უნდა იყოს, რომ ითხოვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პოლიტიკური მიზანი ლეგიტიმურია, ამნისტიაც ლეგიტიმურია, შეწყალებაც და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ღონისძიებები. უბრალოდ, როცა ამას ითხოვ, ან ძალით უნდა აკეთებდე ამას და ძალას აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული – „შემიწყალე შენი დედაც ვატირე“, არ არის სწორი ფორმა, ან „გააკეთე ამნისტია, თორემ დედას გიტირებ”, არც ეს არის სწორი ფორმა”

ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილზე.