“წყარო ლიკა ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამის წყარო, ეს ხომ არასერიოზულია, ეს ერთი. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას.
ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, არის ნატოს წევრობა. თქვენ იცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატოს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?”
ეს განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკული სამხედრო ბაზების ქვეყანაში განთავსების შესახებ გააკეთა.