არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას! – სახ.დეპი კურსკის ოლქში უკრაინულ შეტევაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთში, კურსკის რეგიონში ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვის/აკრძალვის შესახებ განაცხადა, რომ უკრაინელები მათ პოლიტიკას არ არღვევენ.

  • ”ჩვენს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. და იმ ქმედებებით, რომლებსაც [უკრაინელები] დღეს ახორციელებენ, ისინი ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, განაცხადა ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

რუსეთსი, კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევა გრძელდება.

ოლქში შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ურკაინას. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის საგარეო საქმეთა სპიკერმა პიტერ სტანომ გააკეთა.

  • “საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, უკრაინას კანონიერი უფლება აქვს თავი დაიცვას, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებით” – განაცხადა ამის შესახებ Suspilne-სთვის მიცემულ კომენტარში პიტერ სტანომ, იუწყება UNN.