“რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა? ეს სუბიექტური პოზიციაა, აქ ქვეყნის ინტერესია, კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე] კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ, არა? როცა 100 000-იანი მიტინგები დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ, ხომ? ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, ყრილობები ხდებოდა, მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები, არა?
როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, არ ხდება. თქვენ მე მაკვირვებთ, ყველაფერს იღებთ, ტელევიზორს უყურებთ და ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არაფერი არ იცით? მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით?”
ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. პეტიციას ამ დრომდე შეუერთდა 5 მიტროპოლიტი – ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.