არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში -თურნავა ნამახვანჰესზე

”არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში”- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესზე საუბრისას.

”მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად, მორატორიუმია გამოცხადებული მის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები, იცით თქვენ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში ვმოქმედებთ.”-განაცხადა თურნავამ.