“ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში ან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში. საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერი გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი.
თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მე მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ მთელი რიგი საკითხების გარშემო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაში არაა და მას შემდეგ რაც მოხდა”.
აცხადებს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.