არ გამოიკვეთა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა – ასე პასუხობს, საქართველოს პროკურატურა, კითხვაზე პასუხს თუ რატომ არ დააკმაყოფილა მოძრაობა “სირცხვილიას” წევრების მოთხოვნა და უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის, ოფისში შეჭრის, ქონების განადგურების და დაზიანების, ასევე ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება და მათ მიმართ დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ არ დაკმაყოფილდა მოძრაობის წევრების მოთხოვნა და უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება „მოძრაობა’’ სირცხვილიას’’ მიერ მოწერილი განცხადება იყო დაუსაბუთებელი თუ რა კონკრეტული დანაშაულის შედეგად მიადგათ ზიანი. განცხადების თანახმად, მოძრაობის წევრები ითხოვდნენ დაზარალებულად ცნობას მხოლოდ იმიტომ, რომ 5 ივლისის მომხდარი ძალადობის შედეგად მიიღეს მორალური ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან მოძალადეებთან შემხებლობაში’’, – აცხადებენ პროკურატურაში.