” არ გამოხატავს ჩემს პოზიციას, ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს”- ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებას არ ემხრობა და არც უკრაინაში აპირებს ჩასვლას.
” საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!
ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”- აცხადებს, ლომჯარია.