ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს.
“საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”,– წერს შსს.
აქციის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს „ნამოხვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოები. რიონის მცველები ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომასაც ითხოვენ.