ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ახალი დაავადებების და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკოვემ განაცხადა,რომ ანტისხეულების ტესტებმა შესაძლოა ანტისხეულების დოზა გაზომონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვისაც ანტისხეულები აქვს, განმეორებითი ინფექციისგან დაცულია.
ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ბევრი ქვეყნის მიერ არჩეულ სტრატეგიას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატესტონ არა მხოლოდ ეპიდემიის მაშტაბების დასადგენად, არამედ იმის გასათვლელად, რამდენმა ადამიანმა შეიძინა იმუნიტეტი უსიმპტომოდ გადატანილი კორონავირუსის შედეგად და გათვალონ, რამდენ ადამიანს შეუძლია სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს დაინფიცირების რისკის გარეშე. ჯანმო აცხადებს, რომ არ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუს გადატანილი ადამიანები თავად არ დაავადდებიან ხელახლა ან სხვებს არ დააინფიცირებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ წინდახედულობა გამოჩინონ და ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსის დასადგენად მხოლოდ ამ ტესტებს არ დაეყრდნონ. მან თქვა, რომ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი ტესტების ეფექტურობის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა.