”არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ბედი ფსევდო ძველი ბიჭების გადასაწყვეტი იყოს”- განაცხადა ბათუმში ვიცე მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, გენრი დოლიძემ.
”ბათუმში ყველამ იცის, მათ შორის, არჩილ ჩიქოვანმაც იცის, რომ გიორგი კირტაძემ გაიმარჯვა. ამის დასტურია მათი განწყობა და მოკრძალებული ზეიმი განსხვავებიოთ პირველი ტურისგან როცა ევროპის მოედანზე ზიემობდნენ. ბათიმში გიორგი კირთაძე არის გაამრჯვებული და ჩვენ ამ გამრჯვეას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გაბათილებული ბიულეტენები, რომლებიც ნათლად გამოხატრვადა ამომრჩეველთა ნებას. სადაც გიორგი კირთაძე იყო შემოხაზული და იყო გადახაზული არჩილ ჩიქოვანი ასეთი ბიულეტენები ცათვალეს ბათილად, სადაც გიორგი კირთაძე იყო შემოხაზული და “ოცნების” მიმართ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი ფრარზები, ასეთი ბიულეტენებიც გააბათილეს და პირიქით, სადაც ენმ-ს და ოპოზიციის მიმათ იყო სალანძღავი სიტყვები, ჩაითვალეს. ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოში დამყარეს მონდელოკრატია და ძველი ბიჭების გადასაწყვეტი იყოს და არა ამომრჩევლის, ფსევდო ძველი ბიჭების,. მოძველბიჭო ელემენტების გადასაწყვეტი იყოს ჩვენი ბედი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,” – განაცხადა გენრი დოლიძემ.