“უკრაინის ენერგეტიკა რუსი ტერორისტების მუდმივი სამიზნეა. 23 ნოემბერს განხორციელდა მასობრივი დაბომბვა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. 70-ზე მეტი რაკეტა იქნა გამოშვებული, რომელთაგან ჩვენმა ჰაერსაწინაააღმდეგო ძალებმა 50 ჩამოაგდეს. თუმცა დღეს უკარინაში არ დარჩა არცერთი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც მტერს არ დაუბომბავს.

ხოლო ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეში მდებარეობს, კვლავ ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენი ელექტროსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა და ამ დროისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”,

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.